- პროექტის სახწლწოდება: აისახება თუ არა კვება ადამიანის გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე?) (ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები)
- პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით:ინგლისური ენის სიტყვათა მარაგის გამდიდრება, ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების უკეთ გაცნობა.ექიმებთან კონსულტაციის გავლა და ინტერვიუს ჩაწერა.
- პროექტის აქტუალობა:პროექტი აქტუალურია იმით რომ მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების შესახებ.ჩაატარებენ გამოკვლევებს, აწარმოებენ გამოკითხვას ონლაინ რეჟიმში.
- პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს და ფაქტობრივ ცოდნას მოცემული საკითხის ირგვლივ , შეძლებენ მათ ყოფით სიტუაციებში გამოყენებას ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებს განუვითარდებათ ტექსტიდან ძირითადი აზრის გაგების და საჭირო ინფორმაციის ამოკრების, ინფორმაციის დახარისხების და პრეზენტაციის უნარი.
- მონაწილეთა ასაკი:13-14 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 კვირა
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გააკეთებენ სლაიდ შოუს, პოსტერებს, ,ჩაწერენ ინტერვიუს ექიმებთან მოცემული თემის შესახებ და აკეთებენ პრეზენტაციას.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, ინტერნეტი, ფორმატის ფურცელი პოსტერისთვის, კითხვარები.ვიდეო კამერა.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად ,ინაწილებენ ფუნქციებს, ინტერნეტში ეძებენ ინფორმაციას, აწარმოებენ ონლაინ გამოკითხვას, იღებენ დიეტოლოგებისგან კონსულტაციას , აკეთებენ სლაიდ შოუს, პოსტერებს , და ბოლოს პრეზენტაციას.
- საგნებტან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.ს.V.18. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი მოხსენების წარმოდგენა (პრეზენტაცია) მისთვის საინტერესო თემაზე.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:· თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;· გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ინფორმაციისადმი/ განსახილველი საკითხისადმი;· გამოაქვს დასკვნა.უცხ.ს.V.25. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს რესურსები სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ .· მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;· იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/ დასამუშავებლად;· იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელებლად.უცხ.ს.V.26. მოსწავლეს შეუძლია დაამუშაოს ინფორმაცია მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:· აღქმა-დამახსოვრების ხელშესაწყობად და ინფორმაციის ორგანიზებისათვის ქმნის/იშველიებს სხვადასხვა რესურსს (მაგ., სემანტიკურ რუკას, სქემატურ ჩანაწერებს, ტაბულას, გრაფიკს, მონაცემთა ბაზას და სხვა),უცხ.ს.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:· მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად, მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად;· ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;· უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;· მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
- პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): თამუნა ზურაბაშვილი
- ხელმძღვანელის ელფოსტა:tamunazurabashvili3@gmail.com
- პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:tamunazurabashvili.blogspot.com
Tuesday, March 19, 2013
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment